Monday, Jul 28th

Last update02:29:08 PM GMT

გვერდი:: მომსახურება ბიზნეს - კონსალტინგი ფინანსური ანალიზი

ფინანსური ანალიზი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ფინანსური ანალიზი წარმოადგენს კომპანიის საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის შეფასებას როგორც გასულ პერიოდში, ისე ამჟამად და მომავალში.

ფინანსური ანალიზი წარმოადგენს ფინანსური მენეჯმენტისა და აუდიტის არსებით ელემენტს. ფინანსური ანალიზის საშუალებით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ხშირად მიმართავენ ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპანიისა და მისი საქმიანობის თაობაზე უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციით.

საფინანსო სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მიზანს წარმოადგენს –კომპანიის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრა, მისი სუსტი ადგილების გამოვლენა, შემდგომ მუშაობაში პრობლემების წარმოქმნის პოტენციური წყაროების განსაზღვრა, აგრეთვე ძლიერი მხარეების გამოვლენა, რისი იმედიც კომპანიას შეიძლება Hჰქონდეთ მომავალში.

აღნიშნულის გათვალისწინებით გთავაზობთ შ.პ.ს. ,,ბაფის” მიერ დამუშავებულ

სისტემას - ,,თქვენი ფინანსური ანალიტიკოსი”

შინაარსი:

1. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 კომპანიის ქონებისა და მისი ფორმირების წყაროების სტრუქტურა;

1.2 კომპანიის წმინდა აქტივების ღირებულების შეფასება;

1.3 ბუღალტრული ბალანსის არადამაკმაყოფილებელი სტრუქტურის განსაზღვრა;

1.4 კომპანიის ფინანსური მდგრადობის ანალიზი:

1.4.1 ფინანსური მდგრადობის ანალიზი საკუთარი საბრუნავი საშუალებების სიდიდის ცვლილების მიხედვით;

1.4.2 კომპანიის ფინანსური მდგრადობის სხვა მაჩვენებელთა ანალიზი.

 

1.5. ლიკვიდურობის ანალიზი

1.5.1. ლიკვიდურობის ხარისხის მიხედვით აქტივებისა და დაფარვის ვადების მიხედვით ვალდებულებების შესაბამისობის ანალიზი;

1.5.2 ლიკვიდურობის კოეფიციენტების ანგარიში.

 

2. საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზი

2.1. კომპანიის საქმიანობის შედეგების მიმოხილვა;

2.2. რენტაბელობის ანალიზი;

2.3. საქმიანი აქტივობის (ბრუნვადობის) მაჩვენებელთა ანალიზი;

 

3. დასკვნები ანალიზის შედეგების მიხედვით

3.1. ძირითადი მაჩვენებლების შედარება

3.2. ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების

საბოლოო (ჯამური) შეფასება.

 

4. დანართები

4.1. ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი (არაპირდაპირი მეთოდი);

4.2. კრედიტუნარიანობის ანალიზი;

4.3. გადახდისუნარიანობის (გაკოტრების) პროგნოზირება.